საქართველოში, პირველ სექტემბერს ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers კონცერტს გამართავს
საქართველოში, პირველ სექტემბერს ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers კონცერტს გამართავს

რუსთავის საერთაშორისო მოტოპარკში, 1-ელ სექტემბერს, ქართველი მსმენელის წინაშე ოთხი გრემის ჯილდოს მფლობელი, ბრიტანული დუეტი The Chemical Brothers წარდგება.

ტომ როულენდსისა და ედ საიმონსისგან შემდგარი ინგლისური დუო ქართველ მსმენელს ტრადიციულად, ვიზუალური ეფექტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დაუვიწყარ სანახაობას შესთავაზებს.

ინგლისური ელექტრონული მუსიკალური ჯგუფი The Chemical Brothers, რომელიც მაღალი ხარისხის საკონცერტო სეტებით არის ცნობილი, საქართველოში ბოლო მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ჩამოდის.

კონცერტზე შესრულდება ჯგუფის მიერ 1995 წლიდან დღემდე შექმნილი ჰიტები  სხვადასხვა სტუდიური ალბომიდან.

The Chemical Brothers ელექტრონული საცეკვაო ჟანრის მუსიკის პიონერად არის მიჩნეული. ჯგუფს 1995 წლიდან დღემდე რვა სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული.

ჯგუფის შემოქმედება თითქმის სამ ათწლეულს ითვლის და მათ პოპულარობა ისეთმა ჰიტებმა მოუტანეს, როგორებიცაა Block Rockin’ Beats, Hey Boy Hey Girl, Galvanize, The Salmon Dance, Do It Again, Swoon და სხვა.