საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - მოხარული ვარ, რომ ლგბტ საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის საშუალება მომეცა
საქართველოში ნიდერლანდების ელჩი - მოხარული ვარ, რომ ლგბტ საზოგადოების მიმართ სოლიდარობის გამოხატვის საშუალება მომეცა

მოხარული ვარ, რომ მეძლევა საშუალება, გამოვხატო სოლიდარობა ლგბტ საზოგადოების მიმართ, – ამის შესახებ საქართველოში ნიდერლანდების ელჩმა მაიკე ვან კოლდამიმ „თბილისი პრაიდის“ კვირეულის პირველი ღონისძიების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით,  ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას თანასწორი უფლებები ჰქონდეს.

„მიგვაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ყველას ჰქონდეს თავისუფლად შეკრების და ისეთად ყოფნის თანასწორი უფლება, როგორც თავად სურს. იმედი მაქვს ამ უფლების განხორციელება შესაძლებელი იქნება მომავალში,ისევე როგორც დღეს“, – განაცხადა მაიკე ვან კოლდამიმ.

„თბილისი პრაიდის“ კვირეული დღეს დაიწყო. პირველ ღონისძიებად ფილმის ჩვენება გაიმართა, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. ტერიტორიასთან, სადაც ფილმის ჩვენება მიმდინარეობდა, პრაიდის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილი. ადგილზე ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა. სამართალდამცველებსა და პრაიდის მოწინააღმდეგეებს შორის დაპირისპირებისას პოლიციამ რამდენიმე პირი დააკავა.