საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს

18:46, 04.03.2022

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, საქართველოში მყოფ უკრაინის მოქალაქეებს გადაუდებელი საჭიროების სამედიცინო სერვისებს სახელმწიფო დაუფინანსებს. ინფორმაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

„უკრაინის მოქალაქეებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, უფასო იქნება „კოვიდ-19“-ზე ტესტირება, კოვიდ კლინიკებში მკურნალობა და „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

უკრაინის მოქალაქეებისთვის სპეციალური ცხელი ხაზი 144 – 3 მუშაობს, რომელიც სამედიცინო სერვისებთან ერთად, მათი სხვა საჭიროების შესახებ ინფორმაციას შეაგროვებს და შესაბამის უწყებებს მიაწვდის.

დახმარების პაკეტი ქვეყანაში მყოფ იმ უკრაინელ ტურისტებს შეეხება, რომლებმაც საზღვარი 1-23 თებერვლის პერიოდში გადმოკვეთეს“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მსგავსი