საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ბიძგები 01:49 საათზე დაფიქსირდა.
როგორც დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი იუწყება, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ონის აღმოსავლეთით, სოფელ ონჭევთან დაფიქსირდა.
მათივე ცნობით, მიწისძვრის სიძლიერემ 3.2 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.