საქართველოში მიწისძვრა მოხდა

00:41, 25.05.2022

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

სეისმოლოგების ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 00:07 საათზე დაფიქსირდა და 3.2 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო.

ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სოფელ სამებასთან იყო.

მსგავსი