საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა
საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად ედიტ მედნე დაინიშნა.
ინფორმაციას ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს „ტვიტერზე“.
„წარმოგიდგენთ ლატვიის ახალ ელჩს საქართველოში, ედიტ მედნეს! ის მუშაობდა ირლანდიაში ლატვიის საელჩოში, ევროკავშირში ლატვიის მუდმივ წარმომადგენლობაში, ხელმძღვანელობდა ქონებისა და საინვესტიციო პოლიტიკის დეპარტამენტს და დიპლომატიური დაწესებულებების დეპარტამენტს“, – ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს მოყვანილი აქვს საქართველოში ლატვიის ახალი ელჩის განცხადება.
„ლატვია არის და დარჩება საქართველოს სანდო პარტნიორი და მხარდამჭერი ევროატლანტიკური მისწრაფებების და რეფორმების განხორციელების მიმართულებით. ვემხრობი ლატვიასა და საქართველოს შორის ეკონომიკური და კულტურული კავშირების ხელშეწყობას, განზრახული მაქვს ლატვიურ დიასპორასთან მჭიდრო თანამშრომლობა“, – აცხადებს ედიტ მედნე.
🗣 Meet the new #Latvian 🇱🇻 Ambassador to #Georgia 🇬🇪 Ms Edīte Medne! She has worked at the Embassy in #Ireland 🇮🇪, the Permanent Representation to #EU 🇪🇺, and headed the Property and Investment Policy Department and the Diplomatic Facilities Department. https://t.co/t1nUHdV8Fh pic.twitter.com/2BKMcJPeZS
— Latvian MFA 🇱🇻 | #StandWithUkraine 🇺🇦 (@Latvian_MFA) August 16, 2022