საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა

10:44, 07.10.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ოთხი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 62-ს შეადგენს.

დღეს ქვეყანაში კორონავირუსი კიდევ 508 ადამიანს დაუდგინდა,  348 კი გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 9 753 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 5 235 პაციენტი.

მსგავსი