საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა

10:56, 03.10.2020

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე გამოქვეყნდა.

ამ დროისთვის ვირუსით საქართველოში 48 ადამიანი გარდაიცვალა.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 7 564 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 278 პაციენტი და საერთო რაოდენობა 3 992-ს შეადგენს.

მსგავსი