საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა.

ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ცნობით, ამ დროისთვის საქართველოში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 15-ს შეადგენს.

ჯერჯერობით უცნობია, პაციენტი რომელ კლინიკაში მკურნალობდა.

ამასთან, დღეს საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

ამჟამად ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 924-ია, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა კი 785-ს შეადგენს.