ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 196-მდე გაიზარდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ცოტა ხნის წინ განაცხადა.

„დამთხვევა იყო თუ არ ვიცი, დღეს 7 აპრილია და შვიდი ახალი შემთხვევა გქვონდა დღეს დილით. ამჟამად, ახლა ერთია დამატებული. ანუ სტატისტიკა რომ გითხრათ, საქართველოში ამ წუთისთვის გვაქვს 196 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა“ , –  აღნიშნა გამყრელიძემ.

196 შემთხვევიდან 46 გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.