საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 174-მდე გაიზარდა

19:34, 05.04.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ ოთხი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.

შესაბამისად, საქართველოში ჯამში კორონავირუსის 174 შემთხვევაა დაფიქსირებული.

„დღეს ჩვენთან ჩატარდა 15 პაციენტზე ტესტი, ოთხთთან მივიღეთ დადებითი“,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ეზუგბაიას განცხადებით, სინჯი დამატებით ხუთ პაციენტზეა აღებული და პასუხები ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი.

საქართველოში კორონავირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული ​174 შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

მსგავსი