საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა, აქედან 36 გამოჯანმრთელდა

10:25, 05.04.2020

საქართველოში კორონავირუსის კიდევ რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

მონაცემები საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ოფიციალური ინფორმაციით, კორონავირუსის ​170 დადასტურებული შემთხვევიდან 36 პაციენტი გამოჯანმრთელებულია.

კორონავირუსის შედეგად გარდაცვლილია ორი პაციენტი.

კარანტინის რეჟიმშია 5067 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330.

 

მსგავსი