საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 367 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 367 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსის აქტიური შემთხვევებიდან 943 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 367 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 063. მათ შორის, 6 373 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან თბილისის საავადმყოფოებში – 2 741, აჭარაში – 1 019, იმერეთში  -1 261. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 943 პირი, მათ შორის, თბილისში 429, აჭარაში – 167, იმერეთში – 190. მათგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 367 პირი, თბილისში – 181, აჭარაში – 56, იმერეთში – 37.

3 945 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1311 თბილისში, 2 058 აჭარაში, 284 იმერეთში. 10 745 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 033 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 391, აჭარაში -1 055, ხოლო იმერეთში – 35. 6 ოქტომბრიდან 28 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში სულ გადაყვანილია 18 882 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 54 464 ადამიანი, მათ შორის თბილისში 18 845 პირი, აჭარაში 13 353, იმერეთში 4 578“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.