საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 376 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსის 20 454 აქტიური შემთხვევიდან, 1 003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 367 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 454. მათ შორის, 6 366 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 744, აჭარაში – 997, იმერეთში – 1 256.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1003 პირი, მათ შორის, თბილისში – 452, აჭარაში – 152, იმერეთში – 236. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 376 პირი, მათგან თბილისში – 185, აჭარაში – 56, იმერეთში – 44. 3 708 ადამიანი მოთავსებულია კოვიდსასტუმროში, მათ შორის 1 243 – თბილისში, 1 920 – აჭარაში, 266 – იმერეთში. 10 380 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 978 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 456, აჭარაში – 1 039, ხოლო იმერეთში – 35.

სულ 6 ოქტომბრიდან – 30 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 19 442 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 282 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 787 პირი, აჭარაში – 11 362, იმერეთში – 5 080“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.