საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 135 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

11:25, 07.12.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 135 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 417 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 25 911. მათ შორის, 6 963 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 002, აჭარაში – 1 047, იმერეთში – 1 362. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 135 პირი, მათ შორის, თბილისში – 519, აჭარაში – 161, იმერეთში – 251. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში – 208, აჭარაში – 49, იმერეთში – 52.

3 744 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 224 – თბილისში, 1 788 – აჭარაში, 422 – იმერეთში. 15 204 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 267 ადამიანი, მათ შორის, თბილისში -372, აჭარაში – 252, ხოლო იმერეთში – 28. სულ 6 ოქტომბრიდან – 6 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 033 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 55 165 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 714 პირი, აჭარაში – 14 468, იმერეთში – 5 509“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი