საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 430 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 130 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 430 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 896, აჭარაში-815, იმერეთში-1 379. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 130 პირი, მათ შორის, თბილისში-520, აჭარაში-140, იმერეთში-246. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 430 პირი, მათგან თბილისში-209, აჭარაში-50, იმერეთში-62. 2 247 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 806-თბილისში, 1 062-აჭარაში, 135-იმერეთში. 21 102 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 471 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-248, აჭარაში-76, ხოლო იმერეთში-7.
სულ 6 ოქტომბრიდან – 16 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 545 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 47 764 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 811 პირი, აჭარაში-7 492, იმერეთში-6 268“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.