საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 123 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 425 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

11:29, 08.12.2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 25 655 პაციენტიდან 1 123-ის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 425 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 26 655. მათ შორის, 6 829 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში- 2 963, აჭარაში-1 015, იმერეთში-1 332. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 123 პირი, მათ შორის, თბილისში-511, აჭარაში-158, იმერეთში-257. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 425 პირი, მათგან თბილისში-212, აჭარაში-51, იმერეთში-48. 3 759 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 187 – თბილისში,1 858- აჭარაში, 409-იმერეთში. 16 067 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 186 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-338, აჭარაში-213, ხოლო იმერეთში-27. სულ 6 ოქტომბრიდან – 7 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-20 064 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 709 ადამიანი, მათ შორის თბილისში-20 017 პირი, აჭარაში-10 771, იმერეთში-5 572“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

მსგავსი