საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 104 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 427 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 104 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 427 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 910, საიდანაც, 6 358 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 787, აჭარაში – 692, იმერეთში – 1 293. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 104 პირი, მათ შორის, თბილისში – 534, აჭარაში – 123, იმერეთში – 242. მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 427 პირი, მათგან თბილისში – 216, აჭარაში – 37, იმერეთში – 62. 1 671 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 603 – თბილისში, 747 – აჭარაში, 110 – იმერეთში. 13 881 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 470 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 201, აჭარაში – 137, ხოლო იმერეთში – 6.
სულ 6 ოქტომბრიდან – 21 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 20 799 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 41 006 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 19 651 პირი, აჭარაში – 4 766, იმერეთში – 5 570“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.