საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 466 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 466 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება

საქართველოში კორონავირუსის 20 305 აქტიური შემთხვევიდან 1 038 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 466 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის  მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 305. მათ შორის, 6 383 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 798, აჭარაში – 991, იმერეთში – 1 240. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 038 პირი, მათ შორის, თბილისში – 488, აჭარაში – 165, იმერეთში – 217. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში – 221, აჭარაში – 122, იმერეთში – 39. 3 857 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 282 – თბილისში, 2 023 – აჭარაში, 270 – იმერეთში. 10 065 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 2 104 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 455, აჭარაში – 1 042, ხოლო იმერეთში – 35.

სულ 6 ოქტომბრიდან 29 ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 19 150 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 52 822 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 901 პირი, აჭარაში – 12 485, იმერეთში – 4 986“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.