საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 1 027 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მათ შორის 390 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება
საქართველოში კორონავირუსის 21 655 აქტიური შემთხვევიდან 1 003 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, აქედან 390 პირი ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 21 655. მათ შორის, 6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 843, აჭარაში – 1 043, იმერეთში – 1 255.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 027 პირი, მათ შორის, თბილისში – 486, აჭარაში – 152, იმერეთში – 218. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 390 პირი, მათგან თბილისში – 206, აჭარაში – 45, იმერეთში – 43. 3 867 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 283 – თბილისში, 1 997 – აჭარაში, 332 – იმერეთში. 11 227 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 478, აჭარაში – 970, ხოლო იმერეთში – 31.
სულ 6 ოქტომბრიდან – 2 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 19 769 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 50 544 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 18 675 პირი, აჭარაში – 11 775, იმერეთში – 5 080“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.