საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 91-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 478 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 12 272 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა კიდევ 211 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 6 538​​-ს შეადგენს.

შეგახსენებთ, საქართველოში გუშინ კორონავირუსის 523 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გარდაიცვალა.