საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 37 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 161-ს შეადგენს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 780 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 489 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 39 პაციენტი გარდაიცვალა.