საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 34 პაციენტი გარდაიცვალა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 195-ს შეადგენს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 4 472 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 058 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 37 პაციენტი გარდაიცვალა.

დატოვე კომენტარი