საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა

11:01, 21.11.2020

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 927-ს შეადგენს.

ამასთან, ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 824 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 851 პაციენტი.

მსგავსი