საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა

10:57, 14.11.2020

საქართველოში კორონავირუსით 33 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 669-ს შეადგენს.

დღეს კორონავირუსით ინფიცირების 3 504 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 163 პაციენტი.

შეგახსენებთ, გუშინ საქართველოში „კოვიდ-19“-ით 37 პაციენტი გარდაიცვალა.

მსგავსი