საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა

10:57, 09.11.2020

საქართველოში კორონავირუსით 24 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 499-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 2 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2 470 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 45 042 გამოჯანმრთელდა, 499 კი გარდაიცვალა.

მსგავსი