საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 285-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის 1 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 37 263 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 2 906 პაციენტი, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 19 810.