საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი კიდევ ორით გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 95 მოქალაქე.

ამასთან, უკვე დადასტურებულია კორონავირუსის 402 შემთხვევა. გარდაცვლილია ოთხი პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4782 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.