საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა

19:37, 22.04.2020

საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 107-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამავე საიტის მონაცემებით, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 416 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 107 ადამიანი, გარდაიცვალა ხუთი.

კარანტინის რეჟიმში რჩება 5 160, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 579 პირი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მსგავსი