საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა ოთხით გაიზარდა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ოთხი პაციენტი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდი stopcov.ge-ზე განახლდა.

ვეგბერდის ინფორმაციით, განკურნებულთა რაოდენობა სულ 1 325-ს შეადგენს. ამასთან, გამოვლინდა ინფიცირების 44 ახალი შემთხვევა. ჯამში საქართველოში კორონავირუსის 1 773 შემთხვევაა აღრიცხული.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 390.