საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 52-მდე გაიზარდა
საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 227 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 52 მოქალაქე.