საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა
საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 50-მდე გაიზარდა

საქართველოში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 208 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 50 მოქალაქე. დილის მონაცემებით გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა 48 იყო.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.

ამასთან, კარანტინის რეჟიმში 4682 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 375.