საქართველოში კორონავირუსისგან 79 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 370 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 79 პაციენტი, დილით გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 77-ს შეადგენდა.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში სამი პაციენტი გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5035 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 540.