საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 574-ს შეადგენს.​

საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 913 გახდა.

კორონავირუსის შედეგად, დღეს ქვეყანაში კიდევ ორი პაციენტი გარადიცვალა. გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში 22-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4 988 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას გადის 836 ადამიანი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

შეგახსენებთ, გუშინ, 21 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 193 შემთხვევა დაფიქსირდა.