საქართველოში კორონავირუსით 24-ე პაციენტი გარდაიცვალა
საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, 24-ე პაციენტი გარდაიცვალა.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე განთავსდა.
ამ დროისთვის უცნობია დეტალები, თუ რა ასაკისაა გარდაცვლილი პაციენტი და სად მკურნალობდა.
საქართველოში ჯამში კორონავირუსით ინფიცირებული 24 პაციენტია გარდაცვლილი, ინფიცირების ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა კი 4 140-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1 643 პაციენტი.