საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსისგან 148 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისათვის საქართველოში კორონავირუსის 5 552 შემთხვევაა დადასტურებული.​ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 2 054-ს შეადგენს.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 31 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 637 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 836 ადამიანი გადის.

ამასთან, კოვიდ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 800-ს შეადგენს. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.