საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა, მათ შორის 95 გამოჯანმრთელდა

19:31, 20.04.2020

საქართველოში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროის მონაცემებით, ვირუსისგან გამოჯანმრთელებულია 95 მოქალაქე.

გარდაცვლილია ოთხი პაციენტი, კარანტინის რეჟიმშია 4782 პირი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

მსგავსი