საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ 16 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 738 შემთხვევაა დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ 16 პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა სულ 573-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 12 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3076 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 250.