საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, შვიდი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

10:23, 23.06.2020

საქართველოში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მონაცემები მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 911 შემთხვევაა დადასტურებული.

გამოჯანმრთელდა კიდევ შვიდი პაციენტი და საერთო რიცხვი 768-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2662 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

მსგავსი