საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:56, 08.05.2020

საქართველოში ახალი კორონავირუსის კიდევ რვა შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 623 შემთხვევა არის დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 288 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ცხრა პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 4723 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 446.

მსგავსი