საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ორი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 953 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ორი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 830-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3828  მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –192.