საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა ერთი პაციენტი

10:25, 27.06.2020

საქართველოში კორონავირუსის ორი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 921 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ერთი პაციენტი – სულ გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 781-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 14 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2687 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 207.

მსგავსი