საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელია 2,98%, ბოლო შვიდი დღის – 3,41%

11:00, 10.02.2021

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,98%, ბოლო 14 დღის – 3,64%, ბოლო შვიდი დღის – 3,41%. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.​

ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 244 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 11 615, PCR-ტესტით – 6 629.

საქართველოში კორონავირუსის 544 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 469 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ხოლო ბოლო დღე-ღამეში გარდაიცვალა რვა პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 263 601  შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 255 385  გამოჯანმრთელდა, 3 306 კი გარდაიცვალა.

მსგავსი