საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა
საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, კიდევ ოთხი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის ერთი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 801 შემთხვევა არის დადასტურებული.

ასევე, გამოჯანმრთელდა კიდევ ოთხი პაციენტი და გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 644-ს შეადგენს.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

ახალი კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 13 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 2424 მოქალაქე იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 304.