საქართველოში კორონავირუსის ცხრა შემთხვევაა დადასტურებული

21:21, 05.03.2020

საქართველოში კორონავირუსის უკვე ცხრა შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

ამავე ვებგვერდის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 162 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 45.

მონაცემები სპეციალურ ვებგვერდზე ცოტა ხნის წინ განახლდა. მანამდე დადასტურებული იყო ოთხი შემთხვევა. შესაბამისად, ამ დროის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ხუთი ახალი, ჯამში კი,  ცხრა შემთხვევაა გამოვლენილი.

მსგავსი