საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 241 პირი
საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 241 პირი

საქართველოში კორონავირუსის 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 241 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაცვლილა სამი პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 6 708 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 5 261, „პისიარ“-ტესტით – 1 447.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,37%, ბოლო 14 დღის – 1,2%, ბოლო 7 დღის – 1,15%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 654 255 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 635 791 გამოჯანმრთელდა, 16 800 კი, გარდაიცვალა.

სულ ჩატარდა 2 877 150 აცრა, დღიურად აცრილია 98.

ამასთან, 23 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 87 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 259 პირი, გარდაიცვალა ორი პაციენტი.