საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 515 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

ქვეყანაში ბოლო 48 საათში 1 515 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო ორ დღეში კორონავირუსით გარდაიცვალა 26 პაციენტი.

ბოლო 48 საათში ქვეყანაში ჩატარდა 23 081 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 261, „პისიარ“-ტესტით – 14 820.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: 3-4 ივლისის მდგომარეობით არის 3.63 პრიცენტი, ბოლო 14 დღის მანძილზე – 2.85 პროცენტი, ხოლო 7 დღის მანძილზე – 3.40 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 369 886 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 355 127 გამოჯანმრთელდა, 5 373 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 88, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 030 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 785 პირი.