საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 498 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 794 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 498 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 22 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 40 667 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 24 242, „პისიარ“ ტესტით – 16 425.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 1,95 პროცენტი, ბოლო 14 დღის –2,64, ბოლო შვიდი დღის – 2,32 პროცენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 353 443 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 338 318 გამოჯანმრთელდა, 5 034 კი, გარდაიცვალა.

სულ აცრილია – 202 314 ადამიანი, დღიურად აცრილია 5 283. კარანტინის რეჟიმშია 47, სტაციონარში მეთვალყურეობას 3 147 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 610 პირი.

გუშინ, 11 ივნისს, საქართველოში კორონავირუსის 695 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 797 პაციენტი.