საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 496 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 740 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 496 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 14 პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 20 549 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 14 802, „პისიარ“ ტესტით – 5 747.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 3,6%, ბოლო 14 დღის – 2,9%, ბოლო შვიდი დღის – 2,4%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 259 228 გამოჯანმრთელდა, 3 377 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 242, სტაციონარში მეთვალყურეობას 1 848 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 230 პირი.

ამასთან, 15 თებერვლის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 639 პაციენტი გამოჯანმრთელდა.