საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი
საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 592 პაციენტი

საქართველოში კორონავირუსის 707 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში 592 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა რვა პაციენტი.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 24 823 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 16 878, პისიარტესტით – 7 945.

ქვეყანაში კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებლებია: დღიური – 2,85%, ბოლო 14 დღის – 2,26%, ბოლო 7 დღის – 2,5%.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 288 396 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 277 303 გამოჯანმრთელდა, 3 877 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 198, სტაციონარში მეთვალყურეობას 2 298 ადამიანი გადის, კლინიკურ სასტუმროში იმყოფება 309 პირი.

ამასთან, 10 აპრილის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 506 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 285 პაციენტი.